დამოუკიდებელი ექსპერტები საექსპერტო ჯგუფიდან ჩახსნეს – შოვის ტრაგედია

გარემოს ეროვნულ სააგენტოში დღეს გეოლოგებთან შეხვედრა გაიმართა. სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ცნობით, სპეციალურ ჯგუფში სამუშაოდ თავდაპირველად დამოუკიდებელი ექსპერტები  მიიწვიეს, თუმცა ბოლო წამს სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ჯგუფის მუშაობიდან ჩახსნილები იყვნენ.

,,დაურეკეს ჩემს მოადგილეს, ლაშა სუხიშვილს და უთხრეს, ვინ მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენ წარვადგინეთ 3 კანდიდატურა, მაგრამ აღარავის აღარ დაურეკავს. ანუ ექსპერტთა ჯგუფში არ ვყოფილვართ და ვინ იყო საინტერესოა. განაცხადეს, რომ საპირისპირო აზრის ექსპერტებიც ყოფილან, მომხრეებიც. ჭეშმარიტება ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით ერთია. არ ვიცი, ალბათ ეს ყველაფერი უკავშირდება პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ მე არაკომპეტენტური ვარ. გაკვირვებული ვარ, თურმე საექსპერტო ჯგუფი შედგა, ჩემთვის ეს გულდასაწყვეტია”, – ამბობს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე.

მსგავსი თემები