,,14 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ფართოვდება არეალი”- ონის მერი

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, რომ ამ ეტაპზე შოვში 14 მოქალაქეს ეძებენ. მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

,,14 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში 24-საათიან რეჟიმში, რამოდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის დაემატება მდინარე ჭანჭახის ხეობა, ეს ლოკაცია იქნება, სადაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაიწყებენ ძიების სამუშაოებს. ფართოვდება არეალი ე.წ. კალცის წყლის, მინერალური წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მოხდება უკვე კოტეჯების მიმართულებით, ესე ვთქვათ, ფრონტის გახსნა და საძიებო სამუშაოების გაშლა,” – განაცხადა ხიდეშელმა.

მსგავსი თემები