ექსპერტიზის ბიურო, ამ წუთებში ადგენს, ვის ეკუთვნის შოვში ნაპოვნი ქალისა და მოზარდის ცხედრები

ექსპერტიზის ბიურო, ამ წუთებში ადგენს, ვის ეკუთვნის შოვში ნაპოვნი ქალისა და მოზარდის ცხედრები. ადგილზე ოჯახის წევრები უვკე იყვნენ ამოცნობაზე, თუმცა ცხედრების ვინაობა დანამდვილებით დნმ-ის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი იყო უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნაპოვნია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნაპოვნი და დარჩენილია 12, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად 9 ლოკაციაზე გვაქვს აქტიური საძიებო სამუშაოები”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი თემები