სექტემბრიდან Yandex-ის მომხმარებლების მონაცემები FSB-ს ხელში აღმოჩნდება

პირველი სექტემბრიდან ნებისმიერი ადამიანი რომელიც ტაქსის გამოსაძახებლად იანდექსის აპლიკაციას გამოიყენებს,  მისი პირადი მონაცემები რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდება.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი სამსახური ტაქსის კომპანიებს ავალდებულებს, პირადი შინაარსის ინფორმაცია სრულად დასამუშავებლად ეფ-ეს-ბეს გადასცეს.

კანონი ეხება ყველა იმ ქვეყანასაც, სადაც იანდექს ტაქსი ოპერირებს. შესაბამისად ქართველი მომხმარებლების საბანკო ანგარიშები, გადაადგილების დეტალური მარშრუტები და ფოტო და ვიდეო მასალაც კი, ნებისმიერ დროს შეიძლება სპეცსამსახურების სამიზნე გახდეს. მოკვლევა უკვე დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. მანამდე კი კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ, სმარტფონებიდან საშიში აპლიკაცია დაუყოვნებლივ წავშალოთ.

მსგავსი თემები