შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

,,პოვნა მოხერხდა ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი, დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი თემები