სტიქიის ზონაში მაშველები 23 წლის მარტოხელა დედას, სოფო ბაკურაძეს ეძებენ

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბი 10-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ. მათ შო­რისაა 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დედა, სოფო ბა­კუ­რა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

“უკვე მეექვსე დღეა ოთხი წლის ლუსი დედას მოუთმენლად ელოდება, უფროსები ეუბნებიან, რომ დედა კანფეტების საყიდლადაა წასული და მალე დაბრუნდება. ლუსი, ხშირად მიჰყავთ სხვადასხვა ადგილას, იქნებ დედა უფრო იშვიათად მოიკითხოს.

სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედაა, სოფელ გლოლადან, ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და ლუსის ბოლოს, 3 აგვისტოს, ჩახუტებით გამოემშვიდობა. სოფოს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა, სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს კი, ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ვიცით შეუძლებელია დედის მონატრებას ვუშველოთ რამე, ვერც დედის მოფერებას შეედრება ჩვენი მზრუნველობა, მაგრამ რაც სოფოს შეგვიძლია გავუკეთოთ ახლა, ლუსიზე ზრუნვაა.

“რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი” და “რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა” ვიწყებთ ზრუნვას ლუსისთვის. ახლა საზოგადოების თითოეული წევრის თანადგომა ნებისმიერი ფორმით ჩვენთვის ფასეულია.

თუ მხარდაჭერა შეგიძლიათ სათამაშოებით, ტანსაცმლით ან პროდუქტებით დაგვიკავშირდით:
ანი – 599 70 04 99
ლამარა – 598 21 19 15″, – ნათქვამია რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის მიერ გვრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები