2023 წლის ივლისი დედამიწაზე 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცხელ თვედ დასახელდა

2023 წლის ივლისი ევროკავშირის კლიმატური ცვლილებების სამსახურმა, „კოპერნიკმა,  1940 წლის შემდეგ ყველაზე ცხელ თვედ დაასახელა.

მათივე მონაცემებით, გლობალური საშუალო ზედაპირის ტემპერატურა ივლისში 16.95 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა, რაც 2019 წლის ივლისში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ მაჩვენებელს აღემატება.

ამასთან, ივლისში ანტარქტიდის ზღვის ყინულის ზონამ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.

მსგავსი თემები