შოვში ინფექციების გავრცელების საფრთხე გაჩნდა

მიწით დაფარულ შოვში ამ დროისთვის 12 ადამიანს ეძებენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა დაკარგულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. ეს ვარაუდი რამდენიმე გარემოებით არის განპირობებული. იმის გათვალისწინებით, რომ შოვი ტურისტულად მიმზიდველი ადგილი იყო, დამსვენებლების გარდა იქ დიდი ალბათობით სხვა ვიზიტორებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ. მაღალი ტემპერატურის გამო სტიქიის ზონაში შესაძლოა ახლა პრობლემა გაჩნდეს და სხვადასხვა ინფექციების გავრცელების ზონად იქცეს.

”მაღალი ტემპერატურაა და შესაბამისად არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული, პირბადეების საშუალებით და ა.შ. ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი იყოს იმ პროტოკოლის ფარგლებში, რაც აუცილებელია მსგავს სიტუაციებში”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უკვე მიიღეს მითითება, რომ სხეულის დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო პუნქტებს და გაიკეთონ აცრა.

მსგავსი თემები