პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მაცეი ვოსიკის განცხადებით, პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის.

ვარშავაში აღნიშნავენ, რომ  პოლონეთში მიგრანტების უკანონო შეღწევის ყველა მცდელობა ორგანიზებულია ბელარუსის ხელისუფლების მიერ.

პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის საქმიანობას პოდლასიეს და ლუბლინის რეგიონებში გააძლიერებენ.

მსგავსი თემები