,,შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა”- სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი წერს, შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება.

,,ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს!

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა.

რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:

1. აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;

2.  ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;

3. არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;

4. არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;

5. არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატოსკენ;

6. არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;

7. არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება.

ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები