,,ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება“- გია ვოლსკი

ყველა მაჩვენებლით, საქართველო იმსახურებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შემდეგ კონკრეტულ თემებზე მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

,,არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით დიდი მუშაობაა გაწეული და ეს მხოლოდ 12 პუნქტს არ ეხება. ამ შემთხვევაშიც საქართველო ლიდერთა შორისაა. თუ არა პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს გარკვეულ თემებთან, რასაკვირველია, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. საუბარია არამხოლოდ ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ქართული საზოგადოება ყველა სტანდარტით საკმაოდ ევროპულია. ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მსგავსი თემები