ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” შოვის სტიქიაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ორი მთავარი კითხვაა დღეს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

,,ოცნების ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, ჰპირდებოდა მრავალი წელი მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემის დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან. სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის ბიუჯეტში, მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის დანერგილი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

მსგავსი თემები