მოსკოვის მახლობლად 2 საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს – მოსკოვის მერი

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დღეს, 9 აგვისტოს რუსეთმა ორი საბრძოლო დრონი დედაქალაქის მახლობლად ჩამოაგდო.

როგორც სობინიანი წერს, ერთი დრონი დომოდედოვოს მახლობლად ჩამოაგდეს, მეორე კი მინსკის გზატკეცილთან.

,,ორივე ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ. ერთი დომოდედოვოს რაიონში, მეორე მინსკის გზატკეცილის რაიონში.
ამ დროისთვის ნანგრევების ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება,”- წერს სობინიანი.

მსგავსი თემები