“წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია, ეს დასტურდება ორი მონაცემის ერთობლიობით” – ნინო თანდილაშვილი

ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებით, რომელიც დამონტაჟებული გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე რადარული სისტემებით, იქ არ გამოვლენილა ისეთი პროცესი, რაზეც შეიძლებოდა წინასწარ გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას ექნებოდა ადგილი. ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

“წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია, ეს დასტურდება ორი მონაცემის ერთობლიობით. ერთი არის სატელიტური მონაცემები, რომლებიც არ აჩვენებს, რომ იქ რაიმე შეგუბებას ჰქონდა ადგილი და მეორე არის – წყლის დონის მზომი სადგური, რომელიც დაყენებულია 2 მდინარის შესართავზე და გვაწვდის ინფორმაციას ამ მდინარის აუზში არსებული წყლის დონეების შესახებ.

ბუბისწყალიც თავის წილ წყალს ამატებს ჭანჭახს, შესაბამისად, სპეციალისტებმა დაითვალეს და მონაცემების ცვლილება, წყლის ძალიან რადიკალური კლება, ან მომატება არ გვინახავს სტიქიის პროცესამდე. ეს მოწმობს, რომ გადაკეტვას, ანუ ე.წ. ძლიერ შეგუბებას ხეობის ზედა ნაწილში ადგილი არ ჰქონია”, – აცხადებს თანდილაშვილი.

მსგავსი თემები