გაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას იქ ადგილი არ აქვს – შამუგია

,,ჩვენ ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში,”- ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, ფოტოთი ასევე დასტურდება, როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით.

,,ჩვენ გაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარების დღეს გარკვეული პერიოდოთ ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას იქ ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმოდა, თითქოს ორი დღე იყო იქ წყლის დაგროვება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე შემდგომ არის გადაღებული, ამ ფოტოთი ასევე დასტურდება, როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდგომ მყინვარის მოწყვეტით, საკმაოდ დიდ ფართობებზეა აქ საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პრიცესები. ამ ფოტოებთან დაკავშირებით დანარჩენ დეტალებს დღეს ჩვენი სპეციალისტები საზოგადოებას წარუდგენენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

მსგავსი თემები