ლატვიის მთავრობა რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებს

ლატვიის მთავრობა რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებს. 8 აგვისტოს მინისტრთა კაბინეტმა გამოაცხადა საზღვრის დაცვის სისტემის გაძლიერებული ოპერაციული რეჟიმი ექვსი თვით 2023 წლის 11 აგვისტოდან 2024 წლის 10 თებერვლამდე ლუძას, კრასლავას, აუგშდაუგავას ოლქების და დაუგავპილსის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრძანება გამოიცა სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად და სახელმწიფო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ლატვია-ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთის არაპროპორციულად დიდი შემთხვევების და მისი მცდელობისა და მათი მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიტვისა და პოლონეთის კომპეტენტური ინსტიტუტები აგრძელებენ ინფორმაციის მიღებას ბელორუსის ტერიტორიიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების შესახებ. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ერთიანი და კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედების უზრუნველყოფა უკანონო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობებთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები