,,მაღალი ტემპერატურაა და შესაბამისად, არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული”- მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა სტიქიის ზონაში არსებულ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მაშველები უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, აქტიურ სამუშაოებს აწარმოებენ სტიქიის ზონაში.
,,როგორც გუშინ, დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 9 ლოკაციაზე. წავიწიეთ წინ და ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. მაქსიმალურად ხელს გვიწყობს ახლა სიტუაცია. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, რომ ეს მასა, რომელიც შემოწმებული გვაქვს
ბუნებრივის მსგავსად ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ იქ ადგილი გავათავისუფლოთ. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ მაღალი ტემპერატურაა და შესაბამისად, არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული პირბადეების საშუალებით.
ასევე, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში, რაც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში”, აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გარდაცვლილების და დაკარგულების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ –
“გასაჯაროების შესახებ ინფორმაციას ახლა მე ვერაფერს გეტყვით. ჩემი აზრით, ეს უნდა შეთანხმდეს უშუალოდ
ჭირისუფლებთან და მათი ნებართვის შემდეგ შეიძლება გასაჯაროვდეს, თუმცა მე მაგაზე მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ”.

მსგავსი თემები