,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა გასცეს, ვინ იყო რეზოლუციაში ჩანაწერის ინიციატორი – შალვა პაპუაშვილი

ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომის, შეიარაღებული კონფლიქტის ახალი ფაზა. ამით მათ მხარი დაუჭირეს ქართული ჯარის დადანაშაულებას ომის განახლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პასუხი უნდა გასცენ, თუ ვინ იყო რეზოლუციაში ჩანაწერის ინიციატორი.

„მტკიცებას რაც შეეხება, ჩანაწერის ინიციატორი იყო რუსეთი თუ – სხვა, მით უარესი, თუ ეს რუსეთი არ იყო და აღმოჩნდება, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩართული ამ პროექტის შედგენაში და ისინი იყვნენ ამ ჩანაწერის ინიციატორები. ამიტომ, მათ უნდა გასცენ პასუხი, ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები