კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, წარდგენილი შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე, სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა – შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“  და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“)  შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა. აღნიშნული პირობის მიხედვით, „სადისტრიბუციო კომპანია“ შპს „თინეთს“, 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით, და ამავდროულად, იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა აღნიშნული კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც  ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების  ბაზრიდან განდევნას იწვევდა. შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის…

მეტი...

18 წლის ბიჭი დაიღუპა, სამი დაშავდა – მძიმე ღამე ნიკოპოლში

რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელმა მიკოლა ლუკაშუკმა Telegram-ში ავრცელებს. ,,რთული ღამე იყო ნიკოპოლში. ძალიან ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა მტრის დაბომბვის შედეგად. მას ახლახანს შეუსრულდა 18 წელი”, – განაცხადა ლუკაშუკმა. გარდა ამისა, დაშავდა კიდევ სამი მამაკაცი.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 251 620 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 251 620 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით,  რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 251 620; ​ტანკი –  4 262; ჯავშანტექნიკა – 8 290; საარტილერიო სისტემა – 5 013; სარაკეტო სისტემა – 711; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 469; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 312; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 175; საკრუიზო რაკეტები – 1 377; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 479; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 742.

მეტი...

„მეექვსე დღე დედის მოლოდინში…შვილი ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს”- სოფო ბაკურაძეს ამ დრომდე ეძებენ

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში დაკარგული, სოფო ბაკურაძის შესახებ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება. როგორც პოსტშია აღნიშნული, სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლიდანაა, იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. „მეექვსე დღე დედის მოლოდინში. სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლიდანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია. ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი, ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს…”, – ნათქვამია პოსტში.   წყარო: ”პრაიმტაიმი”

მეტი...

გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გლდანში, ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ დღის პირველ ნახევარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ბანკის ფილიალში შეიჭრა და ფული წაიღო. გამოძიება სსკ 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მეტი...

ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას – ზელენსკი

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრა გამართა ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ. „დღეს მე გავმართე შეხვედრა ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ. აშკარაა, რომ ყირიმის ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ხალხის პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს უბრალოდ აბსტრაქტული – ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. როგორ ბრუნდება ნორმალური ცხოვრება, რას ნიშნავს ეს ყირიმისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის – ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და…

მეტი...

,,პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი”- შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი

რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილის გარდაცვალებას ოჯახი ადასტურებს. ოჯახმა გარდაცვლილი პროზექტურაში ამოიცნო. „ოჯახი ვადასტურებთ გენო (გენადი) სულთანიშვილის დაღუპვის ფაქტს. პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი. კიდევ ერთი შოვის ტრაგედიის მსხვერპლი“, – წერს გარდაცვლილის სიძე. ,,სტიქიის ეპიცენტრში მოყვა…მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!”- ოჯახი გენადი სულთანიშვილს ეძებს

მეტი...

პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა. მისივე თქმით,  რუსეთში შიდა პოლიტიკური ვითარება მომავალში გაუარესდება. „დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად, რომლებიც არ იყვნენ კარგად განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. გენერლები თანამდებობიდან დაითხოვეს, ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმაა”, – განაცხადა დანილოვმა.    

მეტი...

დადგინდა, რომ დაკარგულთა სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი – ირაკლი ქარსელაძე

პიროვნების დაკარგვის შესახებ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირების შედეგად დადგინდა, რომ სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, შემდეგ მოხდა თავად ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტორიაზე. „ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი და ეს შოვთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს მონაცემები ჩაინიშნეს და აღნიშნული პიროვნება ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში. პირველ ღამეს მნიშვნელოვნად მეტი შეტყობინება იყო და 34 ადამიანზე ვსაუბრობდით. ვალდებულებაა, რომ რა შეტყობინებაც მოგდის, ვიდრე  დადასტურება არ…

მეტი...

რუსთავში, კაცი მიკროავტობუსიდან გადავარდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან 75 წლის მამაკაცი გადმოვარდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალება გააჩერა, კარგი გააღო, თუმცა მგზავრის გადავარდნა არ შეუმჩნევია. დაშავებული კაცი  კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა და  იგი მართვითი სუნთქვით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მეტი...