,,ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს კაცო, ელტონ ჯონი არის არაჩვეულებრივი შემოქმედი”- ირაკლი კობახიძე

,,რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ამ ყველაფერთან, აქ საუბარია იმაზე, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს LGBT პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერები იყო, რომელიც შეიცავდა ლგბტ პროპაგანდას,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების”  თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ მაკდონალდსის მეშვეობით ბავშვებს შეაპარეს ლგბტ პროპაგანდა შესაბამისი ტექსტებით.

,,ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს კაცო, ელტონ ჯონი არის არაჩვეულებრივი შემოქმედი, ხელოვანი კაცი და ძალიან დიდ პატივს ვცემთ მას ყველა, როგორც ხელოვანს და შემოქმედს. რა შუაშია ბროშურა, კონცერტი, ხვალაც მოვუწოდებ ყველს, რომ თუ სადმე იქნება ელტონ ჯონის კონცერტი, ამ კონცერტზე წავიდნენ. რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ამ ყველაფერთან, აქ საუბარია იმაზე, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს LGBT პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერები იყო, რომელიც შეიცავდა ლგბტ პროპაგანდას. ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე, რა შუაშია ელტონ ჯონი და მისი შემოქმედება, აქ პრობლემა არის ის, რომ მაკდონალდსის მეშვეობით ბავშვებს შეაპარეს ლგბტ პროპაგანდა შესაბამისი ტექსტებით”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები