მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები ისევ საპროტესტო აქციას მართავენ.  ოთხმა მაღარიელმა კი შიმშილობა დაიწყო.

მათი თქმით, მანამ იშიმშილებენ, სანამ მათ მიერ მოთხოვნილი პირობები არ დაკმაყოფლდება. კერძოდ, საუბარია სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების 20%-ით ზრდაზე. “ჯორჯიან მარგანეზში” კი აცხადებენ, რომ 2-%-იანი მატება არ შეუძლიათ და მხოლოდ 5%-ზე თანხმდებიან.

ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი, მეორეს კი – თვალი.

 

მსგავსი თემები