უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს რეფორმების კარგ პროგრესს, ხოლო საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო – EURACTIV

უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს რეფორმების კარგ პროგრესს და, სავარაუდოდ, დაასრულებენ მათ მომდევნო თვეებში, ხოლო საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო – ამის შესახებ  ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ტექსტშია ნათქვამი, რომელსაც გამოცემა EURACTIV ავრცელებს.

„ეს ზეპირი განახლება არის დროითი ანგარიშის სურათი იმისა, თუ სად დგანან ისინი დღეს ამ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაც მათგან მოეთხოვებათ“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

უკრაინამ ამ დრომდე სრულად შეასრულა შვიდი რეკომენდაციიდან ორი, რათა დაიწყოს წევრობის მოლაპარაკებები სასამართლო რეფორმასთან და მედიის კანონთან დაკავშირებით.

როგორც EURACTIV  წერს, საქართველომ სრულად შეასრულა გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული თორმეტი რეკომენდაციიდან სამი, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ასევე სახალხო დამცველის დანიშვნით.

ამასთან, მათივე ცნობით, საქართველო ბოლო წლებში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. დასავლეთი შეშფოთებული იყო საქართველოს მიერ დემოკრატიისა და მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის ვალდებულებების უკან დახევის გამო. მათივე ცნობით, საქართველოს პროგრესი არ ჰქონია არც მედიაპლურალიზმის კუთხით.

 

მსგავსი თემები