,,მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს”- გრიგოლ ლილუაშვილი ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ყველა მშვიდობიან სტუმარს მიესალმებიან.

,,ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკები არსებობს – ქორწილი იქნება, გასვენება, სადაც უსაფრთხოების რისკები არის… ჩვენ არა ვართ სანქციებს მიერთებული, ალბათ, გეცოდინებათ… ადამიანებს, ვისაც არ აქვთ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველ პიროვნებებს და ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ დიდი წილი, ჩვენ მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები