თბილისში, კაცი მე-7 სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან 40 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. მათივე ცნობით, მე-7 სართულიდან ვარდნის შემდეგ მამაკაცი ეზოში მდგარ ერთ-ერთ ავტომობილს დაეცა. როგორც ”პრაიმტაიმი” იუწყება, კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მეტი...

დავით ნარმანია ლიეტუვაში ნეტო-აღრიცხვის გამოცდილებას გაეცნო

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ნეტო-აღრიცხვის რეგულირებისა და ენერგიის დამგროვებლების მუშაობის პრინციპს გაეცნო. სემეკის თავმჯდომარემ დაათვალიერა მზის ელექტროსადგურები, ჰიდრომააკუმულირებელი და გათხევადებული გაზის ტერმინალი და კოგენერაციის სადგური. დავით ნარმანიას თქმით, სემეკის მიზანია მაქსიმალურად შეეწყოს ხელი საქართველოში განახლებადი ენერგიების გამოყენებას: „ნეტო-აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი მოხმარებისთვის გამოიმუშავონ ელექტროენერგია და ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდონ გამანაწილებელი კომპანიის ქსელს შესაბამისისაფასურის სანაცვლოდ.  მოგეხსენებათ, სემეკის ინიციატივით, საქართველოში ნეტო-აღრიცხვის სისტემა 2016 წელს დაინერგა და დღეს უკვე ქსელში ჩართული მიკროელექტროსადგურების ჯამური დადგმული…

მეტი...

,,დასავლეთის ქვეყნებში LGBT პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,არაერთხელ მითქვამს, რომ არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და აშ.”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთის ქვეყნებში LGBT პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს. „ხალხის ძალის“ განცხადება არ წარმოადგენს მმართველი პარტიის განცხადებას და ძალიან დიდი განსხვავებაა ხშირად ჩვენს პოზიციებში. სწორედ ამიტომ მოხდა მათი გამიჯვნა ჩვენგან. მე მინდა თქვენ გკითხოთ, რამდენად მისაღებია LGBT პროპაგანდა ბავშვებში. დასავლეთის ქვეყნებში LGBT პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად. კითხვა ხომ დამისვით, ამ თემაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი, ყოველგვარი დისკრიმინაცია, ძალადობა არის…

მეტი...

რუსეთის ციხეებიდან ეთნიკურად ქართველები და ქართული გვარის მქონე ადამიანები ომში მიჰყავთ – რას ჰყვება ნოდარ ბახტურიძე?

რუსეთის მხარეს მებრძოლი ნოდარ ბახტურიძე საქართველოს თავშესაფარს სთხოვს. მისი თქმით, რუსეთის ციხეებიდან ეთნიკურად ქართველები და ქართული გვარის მქონე ადამიანები ფრონტის ხაზზე იძულებით მიჰყავთ. თავად ბახტურიძეც ციხიდან აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე და უკრაინულ მხარეს ტყვედ ჩაბარდა. ,,მე თავიდანვე მქონდა ეს იდეა, ჩემი სამშბლოსთვის, საქართველოსთის მეთხოვა თავშესაფარი მას შემდეგ, რაც ჩამოვაღწევდი უკრაინაში. თავშესაფრის მოთხოვნით მივმართე უკრაინაში საქართველოს საელჩოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ ჩემს ქვეყანაში არ გამომივა, სხვა ქვეყნებსაც ვთხოვ. რუსეთის ციხეში სასჯელს უსამართლოდ ვიხდიდი. კონტრაქტს მხოლოდ იმიტომ მოვაწერე ხელი, რომ უკრაინაში მოვხვედრილიყავი, რომ აქედან მომეთხოვა თავშესაფარი საქართველოსთვის. თავად ჩავბარდი, ორი კვირა სწავლებაზე ვყავდით…

მეტი...

,,ყველამ ხომ ვნახეთ, რომ არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი”- პრემიერი სააკაშვილზე

მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა რაც ციხეში შევიდა, ”მთელი შოუ, მასკარადი, ცირკი, რაც დაგვიდგა, შემდეგ აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია რაც აწარმოეს მან, მისმა ოჯახმა, მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველდღე უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას.” ,,ყველამ ხომ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი. ჩვენ ვუხსნიდით საზოგადოებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში, სპეკულაციები. ამდენი…

მეტი...

,,მაკდონალდსში“ მიმდინარეობდა ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები , მაგრამ ეს არ არის საკმარისი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში. „მე თქვენი, „იმედის“ საშუალებით გავეცანი მონაცემებს, ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და როგორც თქვენ აღნიშნეთ 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა,…

მეტი...

,,ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, შესაბამისად პასუხი არ მაქვს”- ირაკლი ღარიბაშვილი

ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო და შესაბამისად, მე პასუხი არ მაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერს კითხვა დაუსვეს იყო თუ არა საუბარი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს და მოითხოვა თუ არა კანცერლმა მისი გათავისუფლება. ,,მე არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და ბევრ ადამიანთან. კითხვას, რომ მისვამთ იყო თუ არა საუბარი, არაეთიკურია. ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის პრესრელიზში. ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში, გამოძიების…

მეტი...

18-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა. მისი თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. „ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის…

მეტი...

2024 წლის პირველ აპრილამდე 18-მეტრიანი 50 ავტობუსი შემოვა – კახა კალაძე

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN- ის მარკის ავტობუსების შესყიდვა მოხდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა. „18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა – 2024 წლის ბოლომდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162…

მეტი...

დაკარგული ტურისტული წყალქვეშა აპარატის ძებნისას მაშველებმა ხმები დააფიქსირეს

აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, დაკარგული ტურისტული წყალქვეშა აპარატის ძებნისას კანადურმა თვითმფრინავმა ჩრდილო ატლანტიკაში ხმები აღმოაჩინა. სამშაბათს, ძიების მესამე დღეს, კანადური თვითმფრინავის მიერ ხმის ამოცნობა სანაპირო დაცვამ დააფიქსირა, როდესაც საათი გაუჩინარებული ხომალდის სავარაუდო ჟანგბადის მიწოდების ბოლო 24 საათის განმავლობაში იკლებს. ”სიენენი” აშშ-ის შიდა სამთავრობო კომუნიკაციებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ძებნის არეალში კანადურმა თვითმფრინავმა დარტყმის ხმები 30-წუთიანი ინტერვალებით აღმოაჩინა. აშშ-ის სანაპირო დაც­ვის ინ­ფორმაციით, ხმები კანადურმა P-3-ის ტი­პის ვერ­ტმფრენმა აღიქვა. წყალქვეშა ნავი, რომელიც ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ტურისტები გადაჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. მედიის ინფორმაციით, ხომალდზე, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

მეტი...

,,ჩვენი ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის  ფუნქციის ერთ-ერთ ნაწილს ციფრული ჰაბის როლიც წარმოადგენს”- პრემიერი

მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმს, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“-ის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ზოგადად კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა. „მოგეხსენებათ კარგად, რომ კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ზოგადად კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა, მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ისევე როგორც…

მეტი...

კიევის რეჟიმმა მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა სცადა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  კიევმა მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე სამი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით  “ტერორისტული თავდასხმა” სცადა. უწყების ცნობით, ”ტერაქტის” შედეგად, მსხვერპლი არ არის. ,,დღეს კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე, აღკვეთა სამი თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატმა.  ელექტრონული ომის საშუალებით ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშო, რის შედეგადაც კონტროლი დაკარგეს და ჩამოვარდა.  წარუმატებელი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი და ზარალი არ არის,”- აცხადებს სამინისტრო.  

მეტი...

,,ჩვენი მეომრები ძალიან აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად წმენდენ უკრაინას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენი მეომრები სამხრეთსა და აღმოსავლეთში ძალიან აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად წმენდენ უკრაინას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა. მისი თქმით, ყოველი რუსული ტერაქტი არის არგუმენტი იმისა, რომ ოკუპანტებს უკრაინის მიწაზე დარჩენის შანსი არ აქვთ. „ახლა ჩვენი მეომრები სამხრეთსა და აღმოსავლეთში ძალიან აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად წმენდენ უკრაინას. ეს გაგრძელდება მომავალშიც. ტერორისგან დაცვა ნიშნავს ტერორისტების განადგურებას. ეს არის გარანტი, რომ ბოროტ სახელმწიფოს აღარასოდეს ექნება შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

,,მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე,  რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩინეთს მოუწოდა, ლობირება გაუწიოს რუსეთს ჯარების გაყვანისა და უკრაინაში ომის დასრულების მიზნით. მისივე თქმით, ჩინეთმა თავი უნდა შეიკავოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისგან და ომი არ უნდა იქცეს გაყინულ კონფლიქტად. „კიდევ ერთხელ მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავის ჯარები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იმუშავებს“, – განაცხადა შოლცმა პრესკონფერენციაზე.  

მეტი...

სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონო წვდომა მოიპოვეს უცხოური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაზე და მათი კონტრაგენტი საწარმოების იდენტური დასახელების იურიდიული პირები დააფუძნეს საქართველოში. ,,მსჯავრდებულებმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და საფრანეგთში ოპერირებად კომპანიებს, რომელთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან, კონტრაგენტი საწარმოების სახელით გაუგზავნეს ცრუ შეტყობინებები და გასაწევი მომსახურების/შესაძენი…

მეტი...

დავით ნარმანიამ ლიეტუველ კოლეგებს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ლიეტუვას რესპუბლიკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული საბჭოს მიწვევით, ქ. ვილნიუსში გამართულ ორმხრივ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი და პერსპექტივები. შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაციის, ტარიფების რეგულირების, ქსელთან მიერთებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და ლიეტუვის მაგალითებზე. დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს და პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის წევრებმა – გოჩა შონიამ და მაია მელიქიძემ, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ.

მეტი...

უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების საკუთარი გზა ექნება – პენტაგონი

პენტაგონმა, ნატოში უკრაინის პოტენციური შესვლის კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების საკუთარი გზა ექნება. ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა. ,,რაც შეეხება უკრაინას, მას ექნება საკუთარი გზა ნატოში გაწევრიანებისკენ”, – განაცხადა სინგმა. პენტაგონის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ახლა ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ბრძოლის ველზე. ,,ამჟამად ჩვენი ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოების პაკეტებზე, რომლებსაც ვაწვდით ყოველკვირეულად და რა შეგვიძლია მივაწოდოთ მათ ბრძოლის ველზე და რაც მათ დაუყოვნებლივ სჭირდებათ”, – განაცხადეს პენტაგონში.

მეტი...

,,განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრა გაიმართა. კულებას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შემდეგომი ნაბიჯები უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. „ლონდონში შევხვდი ენტონი ბლინკენს და მადლობა გადავუხადე ამერიკას მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ვილნიუსის სამიტის შედეგების მომზადებასთან დაკავშირებით ნატო-ში უკრაინის წევრობის პერსპექტივის შესახებ და გლობალური მხარდაჭერის ზრდა მშვიდობის ფორმულისადმი“, – წერს დმიტრო კულება ტვიტერზე.  

მეტი...

ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

მეტი...

კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად  21 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მისი თქმით,  ამ დრომდე დატბორილია 595 სახლი. ,,კახოვკას ჰესზე მომხდარი სტიქიის ლიკვიდაციის მე-15 დღე. მოწინააღმდეგის მოქმედების გამო, სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი იზრდება. რუსები აგრძელებენ ხალხის დაბომბვას. ამ დროისთვის 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 რუსების მიზანმიმართული სროლის შედეგად”, – განაცხადა კლიმენკომ.  

მეტი...

სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია 8 პირი

თბილისში, გუშინ ღამით, სხვადასხვა ლოკაციაზე სპეცოპერაცია  ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 8 პირი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის გრიგოლ გოგოჩაშვილის განცხადებით, საქმე თაღლითობის სქემასა და თანხის გამოძალვას ეხება. ,,სპეციალური საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი არის აღნიშნული კლუბი. დაკავებულია 8 პირი. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება თაღლითურ სქემას. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი,”- განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.

მეტი...

ბახმუტში, 12 წლის ბიჭს დაბომბვის შედეგად, ინფარქტი განუვითარდა

უკრაინაში, 12 წლის ბიჭს რუსული დაბომბვის შედეგად, ინფარქტი განუვითარდა. მიხაილო ბაიევის  სახლის ეზოში აფეთქებულმა ჭურვმა მამამისი იმსხვერპლა, თავად ბიჭს კი ფრაგმენტები საძილე არტერიასა და ტვინში მოხვდა. მძიმე ტრავმის გამო მას არ შეეძლო სიარული, საუბარი და ყლაპვაც კი. მაგრამ ახლა, სამთვიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ბიჭი თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა. ,,ფრაგმენტების ერთი ნაწილი მოხვდა და ვენური სისხლძარღვებით ჩაკეტა შიდა საძილე არტერია. მეორე ნაწილი თავის ტვინის ღეროსთან მოხვდა და ამ მიდამოს დაზიანება მიაყენა. ამიტომ, ფაქტობრივად, მას აქვს ჩახლეჩილი ხმა, ყლაპვის დარღვევა. მან შეძლო დამოუკიდებელი გადაყლაპვის აღდგენა“, – აცხაადებს მიხაილ ლოვგა, ლვოვის წმინდა ნიკოლოზის…

მეტი...

,,ახლა დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ”- კელი დეგნანი

,,პოლიტიკოსები იტყვიან იმას, რაც უნდა თქვან, ვიცით, რომ არსებობს პოლიტიკური თამაშები, რომელიც კამერების წინ სრულდება, მაგრამ ახლა დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია. „საქართველო იყო პოლარიზებული, როდესაც სამ-ნახევარი წლის წინ აქ ჩამოვედი. იყო ქართველების გაერთიანების მცდელობები. ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია. რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაცია, რომელიც აგრძელებდა ამ ქვეყნის დაბნევასა და დაყოფას გასული სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, ეს ძალიან სახიფათოა. ქართველებმა იციან…

მეტი...

ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც მეხი დაეცა, გარდაიცვალა

ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც მეხი დაეცა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ. ცნობისთვის, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

მეტი...

მოსკოვის ოლქში ორი დრონი ჩამოვარდა – გუბერნატორი

გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვი აცხადებს, რომ  მოსკოვის ოლქში, ოთხშაბათს დილით 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მისი  თქმით, დრონების ჩამოვარდნას მსვერპლი არ მოჰყოლია. ,,დღეს ორი თვითმფრინავის ტიპის მოწყობილობა, სამხედრო წინააღმდეგობის შედეგად, დაეცა დაახლოებით დილის 5:30 და 5:50 საათზე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საწყობთან მახლობად. ნაპოვნია ფრაგმენტები, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. ჩართულია სპეცსამსახურები, მიმდინარეობს ინსპექტირება, ტერიტორია ახლა შემოსაზღვრულია. მოსახლეობას ვთხოვ სიმშვიდის შენარჩუნებას”, – აცხადებს გუბერნატორი.  

მეტი...

,,ჩვენ უნდა უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა კონტრშეტევა მაქსიმალურად ეფექტური იყოს“- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, რათა კონტრშეტევა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში, იტალიის პრემიერ-მინისრტთან, ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „როგორც ევროპელებისა და მოკავშირეების, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, განვაგრძოთ ერთად ყოფნა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როგორც ეკონომიკური, ასევე ჰუმანიტარული და სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მხარდაჭერა, რათა რამდენიმე დღის წინ დაწყებული კონტრშეტევა მაქსიმალურად ეფექტური იყოს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.  

მეტი...