,,მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული დეოლიგაქრიზაციის კანონი, არც დეკემბრამდე არ მივუბრუნდებით”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგაქრიზაციის შესახებ კანონი მომავალ კვირაში მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული. მისი თქმით, აღნიშნული თხოვნა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს დააყენეს.

,,ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით, თუმცა იცით რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, შედგა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული ამ ეტაპზე ეს კანონი, შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე არ მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყოველ შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით, გვაინტერესებს მოიხსნება თუ არა ეს საკითხი, დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას, მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას”, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები