,,აშშ-ის საელჩოს განცხადება არის მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, გვარამიასთან დაკავშირებული გუშინდელი განცხადება, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობაა.

,,მე მახსოვს, თავის დროზე, როდესაც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მაშინაც გავრცელდა ამერიკის საელჩოს განცხადება ამ თემაზე და მაშინაც მათ დაგმეს უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უზენაესის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ისიც რომ საელჩოს მაშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლო. კიდევ ერთხელ აკეთებენ ამას  და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. საელჩოს ეს განცხადება არის მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა,”- აცხადებს კობახიძე. 

ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია

მსგავსი თემები