ევროკავშირი რუსეთის წინააღდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ შვედეთმა განაცხადა, რომელიც ბლოკს თავმჯდომარეობს.

,,დღეს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლაზე”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის განცხადებაში.

ახალი პაკეტი, როგორც ცნობილია, მიზნად ისახავს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებსაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლით იყენებს.

მსგავსი თემები