იქნება მძიმე ბრძოლები და მსხვერპლი, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ – პენტაგონი კონტრშეტევაზე

ომი უკრაინაში დღითიდღე უფრო და უფრო მძაფრდება. მაგრამ უკრაინულ სამხედროებს აქვთ ის, რაც მათ სჭირდებათ კონტრშეტევისთვის – ასე უპასუხა პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა უპასუხა კითხვაზე, იყო თუ არა შეფასებები უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტური.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებები “თავიდანვე საკმაოდ ნათელი იყო”.

,,ომი უკრაინაში დღითიდღე უფრო მძიმე და სასტიკი ხდება. მაგრამ უკრაინელ სამხედროებს აქვთ ის, რაც მათ კონტრშეტევისთვის სჭირდებათ და შეუძლიათ პროგრესს მიაღწიონ. თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მათ აქვთ საბრძოლო ძალა. ახლა იწყება თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები. გვესმის, რომ ბრძოლის ველზე (სამხედრო) დანაკარგები იქნება. ეს ამ ომის უსიამოვნო ნაწილია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როგორ გადალახეს უკრაინელებმა ეს სირთულე თავიდანვე”, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები