აშშ უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას 1,3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებებზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლონდონში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს განადგურებას, ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ცხოვრების აღდგენაში, ქვეყნის აღდგენაში, მისი მომავლის აღდგენაში“, – აღნიშნა  ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ 520 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მოდერნიზებაში დასახმარებლად.

მსგავსი თემები