,,17 ნაკერი მადევს, ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი, დღეს აღარავის ვჭირდები თვალებაკერილი?”- მაღაროელი

,,17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი. დღეს აღარავის ვჭირდები თვალებაკერილი? არა, მე კიდე საჭირო ვარ ყველასთვის,”- ამის შესახებ მაღაროელმა განაცხადა, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.

,,ბატონმა ღარიბაშვილმა ჩამხედოს თვალებში ჩახედოს ამ ბიჭებს თვალებში, გაითვალისწინოს თოთოელ მაღაროელი იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა  თანხები შედის ბიუჯეტში ჩვენი ზურგით, ჩვენი ხელებით, აგერ არის ფაქტი. 17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი. დღეს აღარავის ვჭირდები თვალებაკერილი? არა, მე კიდე საჭირო ვარ ყველასთვის. აქ იმიტომ ჩამოვედი რომ ბიჭები მეტად გავაძლიერო, გვერდში დავუდგე და ყველაფერს გავაკეთებ მე, გიორგი კუპატაძე, სულ რომ დავიღუპო, იმისთვის, რომ ესენი იყვნენ კარგად. ესენი რომ კარგად იქნებიან, მე მაშინ ვიქნები კარგად”,- აცხადებს გიორგი კუპატაძე.

ცნობისთვის, მე-16  დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მაღაროელები  ხელფასის გაზრდას ითხოვენ. ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

 

 

მსგავსი თემები