ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი გიორგი მარუაშვილი შეუძლოდ გახდა. საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზება.

მაღაროელი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ცნობისთვის, მე-16  დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მაღაროელები  ხელფასის გაზრდას ითხოვენ. ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მსგავსი თემები