„საჯარო პოლიტიკური პროვოკაცია“ – ჩინეთი აშშ-ის განცხადებაზე

ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებს პასუხობს. „პრეზიდენტისგან სი ძინპინის მოხსენიება „დიქტატორად“ , „საჯარო პოლიტიკური პროვოკაციაა“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მაო ნინი.

მან ამერიკის პრეზიდენტის შეფასებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა.

„ეს ეწინააღმდეგება ფაქტებს და პროტოკოლს, სერიოზულად ლახავს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას და პოლიტიკურ პროვოკაციას წარმოადგენს “, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა  ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

მსგავსი თემები