ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. მისი  თქმით, სი ძინპინი ძალიან გაბრაზდა, საჯაშუშო მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ბურთის ჩამოგდების გამო.

„მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან გაბრაზდა, როდესაც მე ჩამოვაგდე საჯაშუშო მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ბურთი, იყო ის, რომ მან არ იცოდა მისი იქ ყოფნის შესახებ. სერიოზულად ვამბობ. ეს სამარცხვინოა დიქტატორებისთვის, როდესაც არ იციან, რა მოხდა. როდესაც ის ჩამოვარდა, შერცხვენილად გრძნობდა თავს. მან საერთოდ უარყო ბურთის იქ ყოფნა“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები