,,ხელისუფლებამ გააუქმა პარლამენტი” – საპარლამენტო ოპოზიციის განცხადება

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღევანდელი პარლამენტის სხდომის გაუქმებას აპროტესტებენ. მათ საგანგებო განცხადება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება ხდება, დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოსმენას:

,,12 საათია, ახლა მოვედით პარლამენტის წევრები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10 დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც კი მოიმატეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო”, – განაცხადა ,,ევროოპიტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

 

მსგავსი თემები