,,უკრაინის მშენებლობით ჩვენ ვაშენებთ ერთზე მეტ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ მსოფლიოს”- ზელენსკი

,,უკრაინის მშენებლობით ჩვენ ვაშენებთ ერთზე მეტ ქვეყანას. ჩვენ ვაშენებთ მსოფლიოს,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში მიმდინარე „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა.

ზელენსკიმ რეკონსტრუქციის კონფერენციის მონაწილეები ქვეყანაში მიიწვია.

,,უკრაინის მშენებლობით ჩვენ ვაშენებთ ერთზე მეტ ქვეყანას. ჩვენ ვაშენებთ მსოფლიოს ისე, როგორც იქნება ჩვენი თაობის სიცოცხლეში და ჩვენს შემდეგ. იქნება ეს მშვიდობიანი? იქნება სტაბილური? იქნება დემოკრატიული? თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ყველას ვიწვევ უკრაინაში!“,- განაცხადა ზელენსკიმ.

”სხვათა შორის, რიში, ჩვენ დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი კიევში…” – დასძინა მან და მიმართა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს რიში სუნაკს.

მსგავსი თემები