პუტინის განცხადებით, მიმდინარეობს ჯარის უახლოესი შეიარაღებით აღჭურვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი რუსული ჯარის სიძლიერესა და თანამედროვე სტანდარტის შეიარაღებით აღჭურვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. აღნიშნული განცხადება პუტინმა კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში, რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა „სარმატს“ განათავსებს.

„ჩვენი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ნაწილები და შენაერთები თითქმის  ნახევრამდე აღჭურვილია „იარს“-ის უახლოესი კომპლექსებით. აქტიურად მიმდინარეობს ჯარის გადაიარაღება „ავანგარდით“. უახლოეს მომავალში კი, საბრძოლო მორიგეობაზე ჩადგება კომპლექსი „სარმატი“ ახალი მძიმე რაკეტით”, – აღნიშნა პუტინმა შეხვედრაზე.

 

მსგავსი თემები