,,აშშ-ში 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში 22%, შემაშფოთებელია”- ირაკლი კობახიძე

,,აშშ-ში 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში არის 22%, არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია.

,,სტატისტიკა ვნახეთ, აშშ-ში 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში არის 22%, არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე, აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი. პროპაგანდას აქვს რა თქმა უნდა გავლენა ადამიანების ქცევაზე და სწორედ ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა, აშშ-ში 20%, საფრანგეთში 22%, არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, მით უმეტეს, როცა ამ პროპაგანდის ადრესატები არიან ბავშვები. ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები