,,კონტრშეტევის პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე ჩვენ გვსურს, მაგრამ ეს არ არის ჰოლივუდური ფილმი”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევ უფრო ნელია, ვიდრე მათ სურთ. მისივე განმარტებით,  ეს არ არის “ჰოლივუდური ფილმი”.

,,ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და ახლა ელოდება შედეგებს. ეს ასე არ არის. ხალხის სიცოცხლე საფრთხეშია”, – განაცხადა პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამხედრო პროგრესი ადვილი არ იყო, რადგან რუსების მიერ დანაღმულია უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი.

„რაც არ უნდა სურდეს ზოგიერთს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლის მცდელობებს, მთელი პატივისცემით, ჩვენ ბრძოლის ველზე წავალთ ისე, როგორც საუკეთესოდ მივიჩნევთ“, – დასძინა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები