,,როდესაც სამედიცინო სამსახურისგან გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია,  გადაყვანილი იქნება  პენიტენციურ დაწესებულებაში”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც სამედიცინო სამსახურისგან იქნება შესაბამისი რეკომენდაცია, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. მინისტრი, ქართულ პოლიტიკაში ექსპრეზიდენტის დაბრუნების საკითხსაც გამოეხმაურა.

,,თუ არ არის რეკომენდებული, რომ მივიდეს და  დაესწროს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ დაესწრება. ჩვენ ვმოქმედებთ ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად. სხვა საშუალებებიც აქვს მას, რომ დაესწროს და საზოგადოება ეს რამდენჯერმე ნახა, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. სააკაშვილი არის მსჯავრდებული პატიმარი და როდესაც სამედიცინო სამსახურისგან გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, როგორც გითხარით, უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი. როდესაც ადამიანი არის სახლმწიფოს მეთაური, ასევე მთავარსარდალი და დატოვებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას, მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას და ჩადგება სხვა სახელმწიფოს სამსახურში, მე ვფიქორბ, უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს მხოლოდ იმ სამსახურის მოქალაქე,”- განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები