,,გთავაზობთ პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები, მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი ფეისბუქ აუდიტორიას მიმართავს პარასკევს დილის 12 საათამდე გაუგზაცნოს შეკითხვები, რომელზეც ორშაბათამდე გასცემს პასუხს.

,,მინდა მივმართო ჩემს FB აუდიტორიას და არა მხოლოდ მათ: გთავაზობთ პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ყველა საჭირბოროტო თემაზე, რომელიც გაინტერესებთ და დაგიგროვდათ. მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს. პასუხები სამშაბათს დილით დაიდება ჩემს გვერდზე. ჩემი თხოვნაა ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებით, ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ღრმა დეპრესიაში მყოფ ქვეყანას,”- წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები