,,ჩვენ გაგვწირა ყველამ, ვინც მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს, ვინც მას ხელს ართმევდა”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველამ არეულობისთვის გასწირა, ვინც მას ხელს ართმევდა და თანამდებობაზე ნიშნავდა. მისი თქმით, საქართველო უსაფრთხოების სამსახურმა გადაარჩინა.

,,ჩვენ გაგვწირა ყველამ, ვინც მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს, ვინც მას ხელს ართმევდა, ვინც მას თანამდებობაზე ნიშნავდა, საქართველო ყველამ გასწირა არეულობისთვის. ერთადერთი, ჩვენ ვინც გადაგვარჩინა, არის ჩვენი უსაფრთხოების სამსახური. რომ არა სუს-ის დროული და პროფესიული რეაგირება, დღეს რა მდგომარეობა იქნებოდა საქართელოს სხვადასხვა ქალაქები ქუჩებში, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი  ტანკი იდგებოდა, არავინ იცის,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები