პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო  კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას.

მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

მსგავსი თემები