,,პრეზიდენტს ვერავინ უკარნახებს, ვისი კანდიდატურა წარადგინოს“- გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს. მისი თქმით, პრეზიდენტს ვერავინ უკარნახებს, ვისი კანდიდატურა წარადგინოს.

„პრეტენზიები იყო იმის თაობაზე, რომ კანდიდატები არ წარმოვადგინეთ, თუმცა ორი წლის წინ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები წარმოვადგინეთ და პარლამენტმა ისინი წელიწადზე მეტხანს არ განიხილა. ერთი წლის შემდეგ კი, ერთი კანდიდატურა ჩავარდა, ერთმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. რაც შეეხება საბოტაჟში დადანაშაულებას, თუ იმას გულისხმობენ, რომ ის კანდიდატურები არ წარმოვადგინეთ, რომლებიც მათ სურდათ, ეს სხვა საკითხია. ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, უბრალოდ, პრეზიდენტმა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო. აქ მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე იყო საუბარი. მცდარი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტი კანდიდატებს დეკემბერში წარადგენს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოქმედ პრეზიდენტს, ვინც ეროვნული ბანკის თანამდებობას ასრულებს, დეკემბრამდე აქვს ვადა. ეროვნულ ბანკს დღესვე შეუძლია, წარმოადგინოს მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურა. პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს უახლოეს პერიოდში წარადგენს. პრეზიდენტს ვერავინ უკარნახებს, ვისი კანდიდატურა წარადგინოს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

მსგავსი თემები