„ხელისუფლების ცვლილება" – ეს არის მათი ოცნება, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, როგორ იმოქმედოს”- კალაძე ოპოზიციაზე

დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მთავარ ოცნებას სწორედ ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს მომავალ არჩვენებზე.

„ხელისუფლების ცვლილება – ეს არის მათი ოცნება. თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ უნდა იმოქმედოს, 2024 წლის არჩევნები მაქვს მხედველობაში. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ივნისის ბოლოს მთლიანად შესრულებული იქნება. რას ნიშნავს, ვერ მიიღებს? იყო დათქმა გაკეთებული, წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმა, შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით. თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა, მიეღო სტატუსი, პირველი ეს იყო საქართველო, ყველანაირი მონაცემებით, თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაზე წინ ვიყავით, თუმცა მიღებულ იქნა არასამართლიანი გადაწყვეტილება. თვითონ რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ იმას, რომ საქართველო აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები