მთავრობამ ქვეყანაში ავტომობილების გაფრქვევების ევრო 5 სტანდარტის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. ამ კუთხით სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, უმნიშვნელოვანესი რეგულაციები მიიღო და აქტიურად მიმდინარეობს მათი აღსრულება-დანერგვის პროცესი“, –  განახადა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგს რეგუარულად ახორციელებს. ამასთან, სამინისტრომ გააგრძელა მუშაობა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით.

ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე აქტიური საწარმოდან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი,  მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი.

„ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო იყოს აღჭურვილი თანამედროვე ფილტრებითა და ონლაინ მონიტორინგის სისტემებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ამასთან, ამ მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად,  „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დამტიკცდა.

მსგავსი თემები