კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა

კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად აფეთქების რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრმა იგორ კლიმენკომ ეროვნული ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის რაიონში 8 უკრაინელი დაიღუპა, 2 – მიკოლაევის ოლქში, 42 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის შვიდი ბავშვი.

კლინკენკოს განცხადებით, ეს არის მხოლოდ მარჯვენა სანაპიროს მონაცემები, რომელიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. მინისტრის თქმით, მარცხენა სანაპიროზე დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ გადამოწმებული არ არის.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონში სხვა რეგიონებიდან გაგზავნეს კომუნალური სამსახურების დამატებითი ძალები, ასევე სპეციალური ტექნიკა. სამინისტროს ინფორმაციით, ყოველდღიურად სასმელი და მდინარის წლის 150-მდე სინჯი ტარდება. ჯერჯერობით ის ნორმებს შეესაბამება.

მსგავსი თემები