ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილა.

მთავრობის განკარგულებით, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა.

მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჩხაანში, მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები.

მსგავსი თემები