საქართველოში სუროგაციასთან და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები აიკრძალება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სუროგაციასთან და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამებიც აიკრძალება.

„კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომ ყველანაირი ამ ტიპის რეკლამა იკრძალება ქვეყანაში. ალბათ ხშირად შეგხვედრიათ სოციალური ქსელებით და სხვადასხვა საშუალებით ქუჩებში, მეტროებში შეთავაზებებია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ სუროგაციასთან, ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით. კანონით სამწუხარო პრაქტიკა დარეგულირდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

,,სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული”- მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს

მსგავსი თემები