პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დაკავებულების რაოდენობას არ აკონკრეტებენ საპატრულო პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.

ვაჟა სირაძე ერთ-ერთი დაკავებულის შესახებ ამბობს, რომ ორი პირი პოლიციასთან “ნასვამ მდგომარეობაში” მყოფი მივიდა, “არაერთი მოწოდების მიუხედავად”, მათ არ შეწყვიტეს პოლიციის შეურაცხყოფა და სწორედ ამის გამო მიიღეს დაკავების გადაწყვეტილება. თუმცა, სირაძე არ აკონკრეტებს ორივე მათგანი დააკავეს თუ მხოლოდ ერთი.

ერთ-ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ არაფერი მომხდარა, “უბრალოდ დაიჭირეს ადამიანი და შეათრიეს, შეურაცხყოფას არავის კონკრეტულს არ აყენებდა”.

 

მსგავსი თემები