მსხვილ ქალაქებში, გზებზე ავტომანქანების კონტროლი იწყება

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  დროებით აიკრძალება ნარჩენის – ე.წ. კატალიზური კონვერტორის ექსპორტი, რაც შეამცირებს რეალიზაციის მიზნით, ე.წ კატალიზატორების სპეციალურად ამოღებას ავტომობილებიდან და ხელს შეუწყობს ავტომობილების გამონაბოლქვიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

როგორც მინისტრი განმარტავს, ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლიდან, მსხვილ ქალაქებში დაიწყება ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით.

„შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც, 2023 წლის მეორე ნახევრიდან, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით, რომელსაც პარლამენტი ახლა განიხილავს. ვფიქრობ,  ერთობლივად, ყველა  ქმედება აუცილებლად მოგვცემს დადებით შედეგს, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში ჰაერის ხარისხს, ამავდროულად, ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

 

მსგავსი თემები